logo_geo
eng_logo
ლელა ანჯაფარიძე: მინდა დავიჯერო, რომ როდისმე ჩვენ თავისუფლად და ლაღად ჩავალთ მოსკოვში...
- +

4 აპრილი. 2016. 11:14


გთავაზობთ ლელა ანჯაფარიძის FACEBOOK-პოსტს:



„ზუსტად ამ დღეს, 1147 წლის 4 აპრილს თავადმა იური დოლგორუკიმ ნოვგოროდის თავად სვიატოსლავ სევერსკის პატივსაცემად, მოაწყო წვეულება ქალაქ მოსკოვში, ეს არის პირველი ინფორმაცია მოსკოვის შესახებ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ უცნობი ქალაქი იყო
ჩემი თაობის წარმომადგენლებს, ალბათ, ახსოვთ ის დრო, როდესაც მოსკოვში მუშაობდა ფანტასტიკური რესტორანიარაგვი", სადაც საქართველოდან ყოველდღე თვითმფრინავით ჩაჰქონდათ ქართული კერძების მოსამზადებელი ცინცხალი პროდუქტები, რადგანაც მოსკოვში ნაყიდს არ კადრულობდნენ არც ქართველები და არც მოსკოველები,  ჰოდა ეს რესტორანი განთავსებული იყო მოსკოვის ცენტრში, მისი დამაარსებლის ძეგლის გვერდით და ასეთი ანეკდოტიც კი დადიოდა: „რომელი დოლგორუკი, რომელმაც რესტორანარაგვთან" მოსკოვი დააარსა?" 

 

გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სერიოზულ ფიქრებში გადავეშვი, სანამ ამ პოსტს დავდებდი, რადგანაც მინდა მივუძღვნა მოსკოვს... იმ მოსკოვს, რომლის ნამდვილ და არა ლუჟკოვის მიერ შეთხზულდღეს" ზეიმობენ 4 აპრილს ნაღდი მოსკოველები, რომლებსაც ისევე უყვართ თავისი ქალაქი, როგორც თბილისელებს თბილისი და არანაკლებ განიცდიან იმას, რომ ის ასე შეიცვალა.... იმ მოსკოვს, რომელიც ჩვენც გვიყვარს და გვახსოვს და ნურავინ დაგვაბრალებს, რომ საბჭოთა სულისკვეთება გვამოძრავებს, ან მისი ლენინის ძეგლს დავტირით ან კი მისი „Слава КПСС!!!"-იანიხრუშჩოვკები" მოგვენატრა (სხვათაშორის, ხშირად სწორედ დამბრალებლებს აქვთ მოსკოვში ჩაკეტილი ბინები)))... არა, ბატონო, ჩვენც გვაქვს გემოვნება ... ჩვენ მოსკოვის ძველი არბატი გვახსოვს, რომელსაც ყველაზე ლამაზად ისევ ქართველი, ბულატი მიეფერა, მისი დიდი თეატრი, სადაც სწორედ ქართველები ბრწყინავდნენ ყველაზე მეტად... მისი მყუდრო ქუჩები და შესახვევები, ბულგაკოვის მარგარიტას საიდუმლო სახლი, ალექსანდრე ბლოკის Ночь, улица, фонарь, аптека... ნეკრასოვის კოპწია კატებიანი სახლი მალი რჟევსკის შესახვევში... ხრაჭუნა თოვლი, მხოლოდ მოსკოვში როა ისეთი და ასეთივე ხრაჭუნა მაღალ ვაფლში ჩადებული, „ცუმში" ნაყიდი ნაყინის გუნდა... 

 

ფიქრებში კი იმიტომ გადავეშვი, რომ სხვანაირი მოსკოვიც მახსოვს, სამწუხაროდ. მოსკოვი, სადაც 2006 წელს ბინებში და სკოლებში დადიოდნენ სიებით ხელში, რომლებშიც რატომღაც მწვანე ფლომასტერით იყო შემოხაზული ქართული გვარები, სადაც სხედან ისინი, ვინც... 
იმ დროს ერთი სიმღერა დავწერე (არ დამცინოთ)

Я помню такую Москву,
Где важно прохаживал Гиви...
И где нас любили... любили за то, 
Что мы были просто грузины...

Но помню другую Москву...
Когда нас у церкви ловили...
Ловили за то... ловили за то,
Что мы были просто грузины...

მაგრამ მერე მივხვდი, რომ ისმეორე" მოსკოვი, მოსკოვი არ არის, ის არისმოვლენა", რომელსაც არ გეოგრაფია გააჩნია, არც ეროვნება და არც დრო ... მხოლოდ შემსრულებლები...

მოსკოვი კი... მშვენიერი ქალაქია... რა მისი ბრალია...
ქალაქები, ხშირად ხალხზე უფრო ჭკვიანები, ბრძენები და შემწყნარებლები არიან, მათ უფრო ხანგრძლივი მეხსიერება აქვთ...და ვინ იცის, რისი გაკეთება შეუძლიათ... მე ძალიან მინდა დავიჯერო, რომ როდსმე ჩვენ თავისუფლად და ლაღად ჩავალოთ მოსკოვში და გივისავითვაჟნად" გავივლით პირველ რიგშიბოლშაია გრუზინსკაიაზე", „მალაია გრუზინსკაიაზე", „გრუსზინსკი ვალზე", რუსთაველის ქუჩაზე... ქვაფენილზე, რომელსაც მეფე არჩილის ნაფეხურების სიმძიმე ახსოვს და ატყვია..." - წერს ანჯაფარიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner