logo_geo
eng_logo
ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს არგენტინაში მოამზადებენ - ნიკოლოზ პატარქალიშვილის ბრიფინგი
- +

10 მაისი. 2017. 19:20


„არგენტინის სახლი საქართველოში" და არგენტინის  უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ბანფილდთან"  არსებული ფეხბურთელთა  უმაღლესი მომზადების აკადემია,   აწყობენ   15-დან 18 წლამდე ქართველ  ფეხბურთელთა  გადამზადებას არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში", - ამის შესახებ „არგენტინის სახლი საქართველოში" პრეზიდენტმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ბუენოს-აირესში ქართველი ფეხბურთელების გადამზადების შესახებ ისაუბრა.


„აკადემია ამზადებს ფეხბურთელებს და შემდეგ წარადგენს  ტესტებზე:  არგენტინის საფეხბურთო კლუბ „ბანფილდის", სან ლორენსოს, „არგენტინოს ხუნიორსის", „ინდეპენდიენტეს", „ბოკა ხუნიორსის", „რივერ პლეიტისა  და სხვა კლუბებში.

 

აკადემია ქართველ ფეხბურთელებს სთავაზობს ფიზიკური, ტექნიკური  და ტაქტიკური  მომზადების  სამთვიანი,   ექვსთვიანი და ერთწლიანი მომზადების პროგრამებს.

 

მომზადების პერიოდში, ფეხბურთელებს  ჩაუტარდებათ  თამაშები, რომლებზეც მოხდება დაკვირვება  არგენტინის სხვადასხვა კლუბების წარმომადგენელა მიერ.  ფეხბურთელები   უზრუნველყოფილი იქნებიან  სისტემატური სამედიცინო  შემოწმებითა  და ოთხჯერადი სპეციალური  კვებით.

 

აკადემიას გააჩნია საწვრთნელი ბაზა  იდეალური პირობებით.   პროფესიონალ ფეხბურთელად   ჩამოყალიბების მიზნით ვარჯიშები  ტარდება   არგენტინელი  კვალიფიციური სპეციალისტების მიერ  შესანიშნავ გარემოში. 

 

ქართველ ფეხბურთელთა წარდგენა მოხდება არგენტინაში,  ა/წ 25 მაისს.  არგენტინაში გამგზავრებისა და მომზადებასთან  დაკავშირებულ საკითხებზე მსურველები  დაუკავშირდნენ  „არგენტინის სახლს საქართველოში":   555 90 32 48;  599 23 55 20", - აცხადებს პატარქალიშვილი.



 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner