თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ტრამპმა დღევანდელ შეხვედრას „ძალიან კარგი" უწოდა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სერგეი ლავროვთან", - განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლებამ მოახდინა თუ არა გავლენა რუს მინისტრთან მოლაპარაკებებზე, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა. მისივე განცხადებით, აუცილებელია სირიაში საშინელი მკვლელობების შეჩერება.
„ვფიქრობ, მივაღწიეთ პროგრესს", - განუცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ტრამპთან შეხვედრას წინ უძღოდა ლავროვის შეხვედრა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან.