logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სერგეი ლავროვთან
- +

10 მაისი. 2017. 20:31



თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. ტრამპმა დღევანდელ შეხვედრას „ძალიან კარგი" უწოდა.

 

„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა სერგეი ლავროვთან", - განუცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.


კითხვაზე, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლებამ მოახდინა თუ არა გავლენა რუს მინისტრთან მოლაპარაკებებზე, ტრამპმა უარყოფითად უპასუხა. მისივე განცხადებით, აუცილებელია სირიაში საშინელი მკვლელობების შეჩერება.

 

„ვფიქრობ, მივაღწიეთ პროგრესს", - განუცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.


ტრამპთან შეხვედრას წინ უძღოდა ლავროვის შეხვედრა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner