logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ამ საპარლამენტო სესიას დავხურავთ ერთად!
- +

4 აპრილი. 2016. 11:17


საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ სჯერა პარტნიორები ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ დააზიანებს მთავრობის საქმიანობას.



„შეიძლება, კოალიცია დატოვონ   სუბიექტებმა, მაგრამ არ მგონია, ეს აისახოს ჩვენს საპარლამენტო საქმიანობაზე, რამდენადაც ჩვენს პარტნიორს თუ ყოფილ პარტნიორს ბოლომდე აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ავიღეთ. მგონია, რომ ამ საპარლამენტო სესიას დავხურავთ ერთად. გადაწყვეტილელებების მიღება შეიძლება გაჭირდეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და პოლიტიკური კონკურენცია გაიზრდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

მე მჯერა ჩვენი პარტნიორების, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არ დააზიანებს მთავრობის საქმიანობას", - განაცხადა სესიაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner