რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. როგორც ლავროვმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი არ განუხილავთ. მისივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე არც ანტირუსული სანქციები განუხილავთ.
„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე, ამ ბაკქანალიას კი არც ერთი ჩვენგანი არ შეხებია. სანქციები არ განგვიხილავს. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ეს ცალმხრივი ქმედებებია, რომლებიც ჩვენთან მიმართებაში მიიღეს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანვე დასძინა, რომ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი, რომელიც რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევას დაადასტრუებდა.
„ეს არ არის სერიოზული", - აღნიშნა ლავროვმა.