logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთმა შეაკავოს ასადის რეჟიმი, ირანი და მისი მომხრეები
- +

10 მაისი. 2017. 21:35



აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას სირიის საკითხზე ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა გამოთქვა სურვილი გაუმჯობესდეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობაც.


„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას სირიაში კონფლიქტის დასრულების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთმა შეაკავოს ასადის რეჟიმი, ირანი და მისი მომხრეები", - განაცხადეს თეთრ სახლში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner