logo_geo
eng_logo
საფრანგეთის მთავრობა გადადგა
- +

10 მაისი. 2017. 22:51


საფრანგეთის მთავრობა გადადგა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პრემიერმინისტრ ბერნარ კაზნევისა და მისი კაბინეტის გადადგომის გადაწყვეტილება დააკმაყოფილა, რაც დაკავშირებულია არჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაცემასთან, რომელიც 14 მაისს განხორციელდება.


„იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო საბჭომ გამოაცხადა საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები, ასევე რესპუბლიკის ტრადიციის შესაბამისად, მაქვს პატივი, გაცნობოთ ჩემი და ჩემი კაბინეტის გადადგომის შესახებ", - ასე მიმართა პრემიერმა კაზნევმა პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს.

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner