logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავას ემოციური პოსტი - „უნდა მეთქვა ეს ახლა... “
- +

11 მაისი. 2017. 03:46


ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:


„ხანდახან რა რთულია, იყო ჟურნალისტი...

 

ძალიან მძიმე თემაზე დაწერ სტატიას, სადაც არ ასახელებ წყაროს, გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა საუბრის ჩანაწერები აუცილებლად ხელთ გაქვს.

 

დაწერ და მალევე გირეკავენ ადამიანები, გლანძღავენ, გაგინებენ... სახის ახევით, დაწვით, ამობუგვით, მიწასთან გასწორებით გემუქრებიან... და შენ ამ დროს, გარკვეული მიზეზების გამო, საპასუხოდ ვერაფერს ეუბნები...

 

ისმენ ამ საშინელ სიტყვებს და ცდილობ, თავი ხელში აიყვანო, რომ არ შეეპასუხო... გილანძღავენ პროფესიას, საქციელს, ოჯახს, ყველაფერს საერთოდ და - მაინც ვერ ეუბნები ვერაფერს...

 

ხანდახან რა მძიმეა ჟურნალისტობა, წარმოდგენაც არ გაქვთ...

 

უნდა მეთქვა ეს ახლა... და მინდა, ყველა დამწყებ ჟურნალისტს ვურჩიო, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ამ პროფესიაში მოვლენ...

 

ჟურნალისტობა რთულია, მეგობრებო და ძლიერი უნდა იყო, რომ რაღაცები აიტანო..." -წერს ლაბარტყავა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner