ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 83 დაკეტილია, ხოლო დიზი-ლახამულა მონაკვეთზე კმ 91-კმ 101 ცალმხრივად გახსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.