logo_geo
eng_logo
26 წლის შემდეგ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა ამოქმედდა
- +

11 მაისი. 2017. 11:43


პირველად 26 წლის შემდეგ, დუშეთში მუნიციპალურ ტრანსპორტს პირველი მგზავრები ჰყავს. 11 მაისს, 11:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში იაფი მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მოქალაქეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად პირველად ისარგებლეს მუნიციპალური ტრანსპორტით, რომელიც გასული 26 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ერთ-ერთ  წინასაარჩევნო დაპირებას მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამის შემოღება წარმოადგენდა.

 

„მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეს საშუალებას მისცემს, დაზოგოს გადაადგილებისათვის საჭირო თანხა და  დრო. ზოგიერთი დასახლების მცხოვრებლები ქ. დუშეთში მოსახვედრად იძულებული იყვნენ, რამდენიმე კერძო ტრანსპორტი გამოეცვალათ ან კიდევ უარესი, ჩასულიყვნენ თბილისში და იქიდან გამოჰყოლოდნენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს. აღნიშნული პროგრამით კი ყველა სოფლის მოსახლე უზრუნველყოფილი იქნება იაფი   ტრანსპორტით, რომელიც  მათ ქალაქ დუშეთთან და პირიქით, ქალაქ დუშეთის მოსახლეობას,  ყველა სხვა დასახლებულ პუნქტთან დააკავშირებს.  ამასთანავე, პროგრამის ამოქმედებით 27 ადგილობრივი მძღოლი დასაქმდება", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა


მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს კვირაში 2 დღე მოემსახურება და 27 მიმართულებით იმოძრავებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner