logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის გაზიფიცირება დასრულდა
- +

11 მაისი. 2017. 12:31


საქართველოს მთავრობის დავალებით, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" კასპის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: იდლეთში, წინარეხში, ლავრისხევსა და გომიჯვარში სრული  გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები  განხორციელა.


სამუშოების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა აქვს სოფლებში მცხოვრებ 852 ოჯახს.


პროექტის ფარგლებში მოეწყო 30 634 მეტრი სიგრძის გაზსადენი.


სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და ფაქტიურმა ღირებულებამ შეადგინა 970 000 ლარი.


გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი" განახორციელებს.


ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-დან 400 ლარამდე შემცირდა. მოქალაქეებს შემცირებული ტარიფის გადახდა 25- ლარიანი პორციებით 16 თვის განმავლობაში შეუძლიათ. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში ახლად აშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა, „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორმა აზერ მამედოვმა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner