logo_geo
eng_logo
იუსტიციის საბჭომ მიხეილ ჩინჩალაძე და ოთარ სიჭინავა უვადო მოსამართლეებად დანიშნა
- +

11 მაისი. 2017. 12:46


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე, 11 ხმით, სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ განწესდება. შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრის შემდეგ მიიღეს.


იუსტიციის საბჭომ მიიღო კიდევ ერთ გადაწყვეტილება, 11 ხმით ასევე სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე  ოთარ სიჭინავა.


ოთარ სიჭინავას უფლებამოსილების ვადა გასულ წელს ამოეწურა. დღეიდან ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში უვადო მოსამართლე იქნება.


იუსტიციის საბჭოს სხდომაზე კენჭისყრები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კენჭისყრას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ერთ წევრი - ვახტანგ მჭედლიშვილი არ ესწრება.


იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე ოთარ სიჭინავას, მიხეილ ჩინჩალაძეს, შორენა ყაველაშვილსა და გიორგი ჩემიას ხელახლა მოსამართლეებად გამწესებაზე მსჯელობს. 39 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი სულ 108 მოსამართლეს აქვს შეტანილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner