ა.წ. 10 მაისს მედიაჰოლდინგ „რეპორტიორზე" (reportiori.ge) სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა.
საიტზე ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც ბოლო დღეების მანძილზე საკმაოდ რეზონანსულია, წაიშალა ფოტოები. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი უკავშირდება კიბერშეტევას. აქვე გთავაზობთ ინტერვიუს ლინკს: http://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=44432
„რეპორტიორი" მიმართავს შესაბამის ორგანოებს, დაინტერესდნენ ფაქტით და გამოიძიონ, იყო თუ არა reportiori.ge-ზე კიბერშეტევა და თუკი აღნიშნული დადასტურდება, გაარკვიონ, ვის ინტერესში შედიოდა იგი.