logo_geo
eng_logo
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რევაზ ნადარაია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა
- +

11 მაისი. 2017. 13:35


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რევაზ ნადარაია სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.


ნადარაიას კანდიდატურას აღნიშნულ ვაკანსიაზე მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11წევრმა დაუჭირა.


სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები ასევე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დღევანდელი კენჭისყრის შედეგად გახდნენ: მერაბ ლომიძე, ილონა თოდუა, მარიამ ცისკაძე, თეა ძიმისტარაშვილი, ირაკლი ბონდარენკო, თამარ ზამბახიძე, გელა ქირია და მურმან ისაევი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner