logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულოს დელეგაცია კრაკოვში ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესში მიიღებს მონაწილეობას
- +

4 აპრილი. 2016. 11:49


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან - რიმა ბერაძესთან, დავით უთმელიძესთან, იოსებ მანჯავიძესა და შალვა ოგბაიძესთან, ასევე  თბილისის მერიის წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.



დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია ადგილობრივი ხელისუფლების ევროპულ კონგრესში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ევროპული ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები დაესწრებიან.



კონგრესზე, რომლის თემა  „ადგილობრივი თვითმმართველობები დღეს -  ხალხი, თანამშრომლობა, ინოვაციებია",  გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს წევრები  სიტყვით გამოვლენ და ყურადღება სთბილისის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალზე, ასევე  ამ მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილებენ.



კონგრესის მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ,  როგორიცაა:  პარტნიორ რეგიონთა თანამშრომლობა ევროპაში, ტრანსპორტი და მობილურობა თანამედროვე მუნიციპალიტეტებში, ნარჩენების დამუშავების აპრობირებული მეთოდები, მუნიციპალიტეტების მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ბიზნესისა და მეცნიერების  თანამშრომლობა.



კონგრესის ფარგლებში,   საქართველოს სტენდი მოეწყობა, სადაც დედაქალაქის  მერიის წარმომადგენლები სტუმრებს  მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, უკვე განხორციელებულ და სამომავლო  პროგრამებს დეტალურად გააცნობენ და  ტურისტულ გზამკვლევებს, თბილისის  მარშრუტებს, საინვესტიციო კატალოგებსა და სხვა საინფორმაციო ბროშურებს შესთავაზებენ.



სტენდზე ასევე   საქართველოში დამზადებული  ღვინო, ყველი და ჩირის ნაირსახეობა იქნება წარმოდგენილი.



კონგრესში მონაწილეობას დაახლოებით 1200 ადამიანი, მათ შორის  ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  ჟურნალისტები  მიიღებენ.



ადგილობრივი მთავრობების ევროპული კონგრესი ქალაქ კრაკოვში 5-6 აპრილს გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner