შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალიტებთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა.
„ამ ეტაპზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.