logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრო ე. წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას გეგმავს
- +

11 მაისი. 2017. 14:31



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ე. წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნა იგეგმება. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს უწყება მთავრობას მიმდინარე თვეში წარუდგენს.


ხუციშვილის თქმით, საუბარია საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საკომისიო რესურსის გამოყენებაზე, რომელიც ორგანიზებული ჯგუფების წინააღმდეგ იმუშავებენ.

 

„ეს იქნებიან პოლიციელები, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთის ქვეყნებში იქნებიან ფარულად. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული მუშაობა იქნება. საუბარია იმ ორგანიზებულ დანაშაულზე, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი, მსგავსი ინსტიტუტი ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. ქვეყნები ამით ეხმარებიან ერთმანეთს, რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ორგანიზებული ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელდეს ეფექტური ბრძოლა პოლიციის მხრიდან", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner