logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: თუკი ლუჟკოვი აფხაზეთში მომავალ თვეში ჩავა, ხანდაზმულობის ვადა აღარ იმოქმედებს და...
- +

11 მაისი. 2017. 15:36



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე რუსეთის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის შესახებ განაცხადა, რომ თუკი ლუჟკოვი აფხაზეთში მომავალ თვეში ჩავა, ხანდაზმულობის ვადა აღარ იმოქმედებს და მას ქვეყანაში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას.


ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ლუჟკოვის მიმართ კანონით დადგენილი პროცედურების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

 

„იური ლუჟკოვთან დაკავშირებით მოხდა ის, რომ მას პასპორტში არ ჰქონდა არანაირი ჩანაწერი, რითაც მესაზღვრეს ეჭვი გაუჩნდებოდა. სპეციალურ ბაზაში, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორების შესახებ" კანონიდან გამომდინარე იწარმოება, ლუჟკოვი თავის დროზე შეტანილი არ იყო. ამან განაპირობა პრობლემა, რომ ის მესაზღვრემ ვერ ნახა. არ ვიცი, შემდგომ რატომ არ მოხდა ბაზაში მისი შეყვანა. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის საკითხს, როდესაც ლუჟკოვის ყოფნის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, როგორც კი პოლიცია მესაზღვრისგან იღებს ინფორმაციას, სამართლებრივი პროცედურები უნდა დაიწყოს. სამართლებრივი პროცედურის დაწყება ხდება იმ შეფასების შედეგად, რა ვითარებაც არსებობს. აღმოჩნდა, რომ მანამდე არანაირი დევნა და წარმოება დაწყებული არ იყო და ახლა როცა იმ მოცემულობის წინაშე დადგნენ, აღეძრათ თუ არა საქმე, ხანდაზმულობა, რაც დადგენილია სსკ-ის 71-ე მუხლით, იმ ხანდაზმულობის ფარგლებში ექცევა 62-ე მუხლი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აღარანაირად სამართლებრივი საფუძველი არ იყო, რომ რაიმე პროცედურები გაგრძელებულიყო. ამით დამთავრდა ყველაფერი", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner