logo_geo
eng_logo
ზურაბ გურიელიძის FACEBOOK-ის პირად გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
- +

4 აპრილი. 2016. 11:56


თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის FACEBOOK-ის პირად გვერდზე და თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ FACEBOOK-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ზოოპარკის მედიასა და საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშენიძე ავრცელებს:



„SOS!!! ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, როგორც ჩანს, გატეხეს თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის FACEBOOK პროფილი და ყველა, ვინც თბილისის ზოოპარკის FACEBOOK-გვერდს ვმართავდით, დაგვბლოკეს. ამჟამად ზოოპარკის გვერდს ჩვენ არ ვმართავთ, ასე რომ, დღეიდან, ვიდრე პრობლემის მოგვარებამდე, თუ რამე დაიდება, იცოდეთ, რომ პოსტები ჩვენ არ გვეკუთვნის, რადგან წვდომა არ გვაქვს გვერდზე. იმედია, ბოროტი, მაგრამ მაინც ხუმრობაა, ყველაფერი მალე მოგვარდება და დავიბრუნებთ ჩვენს საყვარელ გვერდს", - წერს მზია შარაშენიძე FACEBOK-ზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner