logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: საუკეთესო დიპლომატიაა, როდესაც თბილისის ქუჩებში NATO -ს დროშები ჩვეულებრივ ამბად იქცა
- +

4 აპრილი. 2016. 11:57


NATO-ს კვირეულის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. ფორუმზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მინისტრის მრჩეველი  შოთა ღვინერია.




საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ღონისძიება საინტერესო კვირას დაემთხვა. 



საინტერესო სტუმრები არიან, საინტერესოა თვითონ კვირეულისთვის და ასევე, საინტერესოა რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის თაობაზე დისკუსიისთვის. საქართველოში უკვე მეცხრე წელია კვირეული ტარდება. როდესაც თბილისის ქუჩებში NATO- დროშები ჩვეულებრივ ამბად იქცა, ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო დიპლომატია, საუკეთესო კომუნიკაცია მოსახლეობასთან. იმედი მაქვს, ეს კვირა ძალიან წარმატებული იქნება. ეს ერთგვარი საინტერესო სტარტია 26 მაისის, ქვეყნის 25 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლისთვის, რომელიც აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.



გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი საქართველოს შეიარაღებული ძალების NATO-სთან თავსებადობის კუთხით ისაუბრა.


ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები სრულად თავსებადია NATO- ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რეფორმა დავასრულეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ რეფორმებს. აღნიშნულს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენი პარტნიორებიც ადასტურებენ და ამას ადასტურებს ის მოქმედებები და თანამონაწილეობა იმ ოპერაციებში, რასაც საქართველო  NATO-სთან ერთად ახორციელებს", - განაცხადა კაპანაძემ.  



NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ფორუმის მეორე დღე NATO-ს ვარშავის სამიტამდე საქართველოს გზას და ამ კუთხით სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტურ როლზე საუბარს დაეთმობა. პანელის მთავარი მომხსენებლები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იქნებიან. პანელში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია.



NATO-ს კვირეული 19 აპრილამდე გაგრძელდება. კვირეულში თავდაცვის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. NATO-ს კვირეული საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება. ღონისძიება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner