logo_geo
eng_logo
იური ლუჟკოვი: ჩემს საყვარელ საქართველოში კიდევ ერთხელ ვაპირებ ჩასვლას!
- +

11 მაისი. 2017. 21:17



„რია ნოვოსტის"  ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვ საქართველოში ჩამოსვლას სექტემბერშიც გეგმავს, რადგან მეგობრის შვილიშვილის ქორწილშია დაპატიჟებული. ამის შესახებ ლუჟკოვმა განუცხადა.

 

საერთოდაც, ჩემს საყვარელ საქართველოში სექტემბერში კიდევ ერთხელ ვაპირებ ჩასვლას. დაპატიჟებული ვარ ჩემი ახლობელი ქართველის შვილიშვილის ქორწილში. მინდა, რომ მეუღლესთან, ოჯახთან ერთად ვნახო ქართული ქორწილი. ეს საინტერესოა, ეს ყოველთვის მასშტაბური და ლამაზია. თუკი ეს არ გამოვა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, ვფიქრობ, რომ დავიცდით - დავუცდით სხვა დროებს, ისინი აუცილებლად იქნება და ასეთ ველურ გადაწყვეტილებებს, ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ხელმძღვანელობა არ მიიღებს და არც უნდა მიღოს", - განუცხადა ლუჟკოვმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner