საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ 2004 წელს დაბადებული არასრულწლოვანი ბიჭი იპოვეს.
ბიჭი სახლიდან 10 მაისს, საღამოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველების ცნობით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს და ის უკვე ოჯახთანაა.