გიორგი ჩითარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ „რუსთავი 2"-ზე გაბუნიას გადაცემას მოვკარი თვალი... დადიოდა ჟურნალისტი, არჩევდა ხალხს და ალაპარაკებდნენ, რა შეიცვალაო. იმ შერჩეული რამოდენიმე ადამიანის მხრიდან კი ისმოდა პრეტენზიები: არაფერი შეცვლილა, არ ვარგა მთავრობაო და აგინებდნენ ივანიშვილს...
რამოდენიმე წლის წინ, სააკაშვილის რეჟიმის დროს, შალვა რამიშვილი იგივე ქუჩებს მიუყვებოდა კამერით და ეძებდა ერთ ადამიანს, ვისაც ეყოფოდა გამბედაობა და იტყოდა სააკაშვილის და ზოგადად იმდროინდელი მთავრობის თუნდაც ერთი ნაკლის შესახებ... გასუსული იყო მთელი დედაქალაქი... ეშინოდა ყველას... ეშინოდა ყველას თუნდაც ერთი წვრილი, პატარა პრეტენზიის აღნიშვნაც კი...
სულ მცირე... სულ ერთი... თუნდაც აი ეს შეიცვალა, ჩემო გულზემჯიღცემით მოკრიტიკე საზოგადოებავ...
თუ იტყვით 21-ე საუკუნეა და თავისუფალ სიტყვას გვამადილთო... შეგახსენებთ: სულ რამოდენიმე წლის წინაც იგივე საუკუნე იყო",- წერს სოციალური ქსელის მომსხმარებელი გიორგი ჩითარიშვილი.