logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

12 მაისი. 2017. 11:17



შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიის უსაფრთხოების კვირეულის და ევროპის დღეების ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 მაისს თბილისში გაიმართება ველოგარბენი - „გზა ევროკავშირისკენ". აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარბენის დროს, 09:00 საათიდან 12:00 საათამდე, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეიზღუდება: ი. ჭავჭავაძის გამზირზე, პ. მელიქიშვილის გამზირზე, რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. მოძრაობა ასევე შეიზღუდება აღნიშნული გამზირების და თავისუფლების მოედნის მკვეთ ყველა ქუჩაზე.

 

ველოგარბენი სტარტს ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელიდან აიღებს და თავისუფლების მოედანზე დასრულდება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner