logo_geo
eng_logo
პროკურატურა პატიმართა წამების საქმეზე დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს
- +

12 მაისი. 2017. 12:50


პროკურორის დავით ნეფარიძის განცხადებით, პროკურატურა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.


პროკურორის თქმით, საქმეში დღეის მდგომარეობით სულ 7 პირია დაზარალებული, თუმცა შესაძლოა დაზარალებულ პირთა რაოდენობამ მოიმატოს.


ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის მიმართული აქვს 6 პირის მიმართ, რომლებიც გუშინწინ დავაკავეთ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება ფაცაციას, რადგან იგი მსჯავრდებულია და 9 წელი აქვს მისჯილი, მის მიმართ არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების საფუძველი. საქმეზე 600-მდე პატიმარია დაკითხული, ნაწილი პატიმართა, ვინც დატოვა სასჯელაღსარულების დეპარტამენტი, არ იმყოფებოდა საქართველოში და სწორედ ამას უკავშირდება გარკვეულწილად ის, რომ მოხდა მათი გვიან გამოკითხვა. როგორც კი შეიქმნა დასაბუთებული ვარაუდი, დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. დღეის მდგომარეობით, მოცემულ საქმეზე 7 პირია დაზარალებული, თუმცა შესაძლოა დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს", - განაცხადა დავით ნეფარიძემ.


საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner