logo_geo
eng_logo
სტამბოლის პოლიციამ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი საფონდო ბირჟის 57 თანამშრომელი დააკავა
- +

12 მაისი. 2017. 12:51


სტამბოლის პოლიციამ საფონდო ბირჟის თანამშრომლების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად, 57 ადამიანი დააკავეს.


სტამბოლის საფონდო ბირჟის დაკავებული თანამშრომლები ეჭვმიტანილნი არიან ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში.


გამომძიებლების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მიმოწერისთვის სპეციალურ პროგრამა-მესინჯერს - Bylock-ს იყენებდნენ, რომლითაც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის მხარდამჭერები და 2016 წლის 15 ივლისის პუტჩის მონაწილეები სარგებლობდნენ.


მათივე თქმით, დაკავებულები ეჭვმიტანილნი არიან ასევე Bank Asya-სთან ფინანსურ მაქინაციებში, რომელიც ადრე გიულენის სტრუქტურებს ეკუთვნოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner