იტალიის დედაქალაქის ცენტრში, ავენტინის რაიონში ორმაგი აფეთქება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ფოსტის შენობასთან ახლოს მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ავტომობილი.
გამოძიება დაწყებულია. ადგილზე მუშაობენ პოლიციელები და მეხანძრეები.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები არცერთ ვერსიას არ გამორიცხავენ, მათ შორის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას. ის ორ ავტომანქანას შორის იყო დამონტაჟებული.