logo_geo
eng_logo
„ეროვნულმა ფორუმმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
- +

4 აპრილი. 2016. 12:28


ფრაქცია „ეროვნულმა ფორუმმა" საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა.


„პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე", - განაცხადა შარტავამ.


გუშინ, პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ „ეროვნული ფორუმი" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner