თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები მხოლოდ თურქეთს ემუქრებიან და არა აშშ-ს ან რუსეთს.
ერდოღანმა აღნიშნულით მინიშნება გააკეთა ქურთისტანის უზენაესი საბჭოს სამხედრო ფრთაზე, „ხალხთა თავდაცვის ძალებზე" (YPG), რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
„ამ რეგიონში საფრთხე არც აშშ-სთვის და არც რუსეთისთვის არ არსებობს. საფრთხე ჩვენს წინააღმდეგაა მომართული. ჩვენ აშშ-ის მოკავშირეები ვართ NATO-ს ფარგლებში. არ გვგონია, რომ აშშ კარგად გამოიყურება ტერორისტული ორგანიზაციის გვერდით დგომით.
აშშ-მ უფრო მეტი სიფრთხილე და მგრძნობელობა უნდა გამოიჩინოს ორმხრივ ურთიერთობებში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გადაწყვეტილება მიიღო, სირიაში ქურთი მებრძოლების შეიარაღებაზე. ამ გადაწყვეტილებამ დააზიანა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები. ერთი ტერორისტული ორგანიზაცია არ შეიძლება განადგურდეს მეორე ტერორისტული ორგანიზაციის მეშვეობით", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.