logo_geo
eng_logo
გუბაზ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს!
- +

12 აპრილი. 2016. 01:02


„ეროვნული ფორუმის" წევრები პარლამენტში თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ის ტოვებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.


„მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, „ეროვნული ფორუმი" ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, ჩემთან ერთად ტოვებენ თანამდებობებს შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები - შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner