„ეროვნული ფორუმის" წევრები პარლამენტში თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ის ტოვებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.
„მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, „ეროვნული ფორუმი" ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, ჩემთან ერთად ტოვებენ თანამდებობებს შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები - შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.