„BBC"-ის ცნობით, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა.
გადაუღებელი წვიმა პაკისტანის სამ პროვინციაში შაბათს საღამოს დაიწყო. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურა. მთავრობა ზოგიერთ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდებს. ასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.