პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციის შექმნას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, პარტიების მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება ამომრჩევლებისთვის და თავად პარტიებისთვისაც სასარგებლო იქნება.
„პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილები, რა თქმა უნდა, თანამშრომლობაზე იფიქრებენ. იმის მიხედვით, როგორი იქნება შედეგები, არ გამოვრიცხავთ, არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესული პარტიებისგან გარკვეული კოალიციის შექმნას. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა ყველა იმ პარტიასთან, რომელიც ძალიან მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას, როგორც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, მკაფიო პროდასავლური კურსის მქონესთან. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, სწორედ, სოციალურ სოლიდარობაზე ორიენტირებულ პარტიებთან ვითანამშრომლებთ, რომლებიც უფრო ახლოს დგას „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან", - განაცხადა მანანა კობახიძემ.