„პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ვარშავის სამიტისთვის", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს.
„ეს პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია. მე მგონი, ყველამ მოისმინეთ ამ თემაზე ბევრი განცხადება. ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი არის ადამიანი, ვინც თქვენ გესაუბრებათ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ვარშავის სამიტი ივლისში გაიმართება.