logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: რუსეთში ქონება არ მაქვს!
- +

12 მაისი. 2017. 22:11



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC-თან მიცემულ ინტერვიუში განცხადა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროში მის წინააღმდეგ საქმეს არ აწარმოებენ. პრეზიდენტის თქმით, მან გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ დირექტორს, ამის შესახებ ჯერ კიდევ გათავისუფლებამდე ჰკითხა.


„მე მოსკოვში ქონება არ მაქვს. ადამიანებს ჰგონიათ, რომ რამდენიმე შენობას ვფლობ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ტრამპმა.


ჯეიმს კომის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებას კი, მან პირადული უწოდა და აღნიშნა, რომ კომი თვითრეკლამით იყო დაკავებული და არცხვენდა ბიუროს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner