logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: გეკითხებით, ასეთი ორგანიზაციები უნდა აიკრძალოს თუ არა?!
- +

13 მაისი. 2017. 01:02


 

„ვერ გეტყვით სპეციალურად თუ უნებლიედ, მაგრამ მედიის გარკვეულმა ნაწილმა დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მე კანონპროექტით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების აკრძალვას, ან არასამთავრობოებისთვის უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვას ვითხოვდე!" - ამის შესახებ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.


„სინამდვილეში სასამართლოს, მთავრობის მოთხოვნით უნდა შეეძლოს იმ უცხოეთიდან დაფინასებული არასამთავრობოს აკრძალვა, რომლებიც გრანტის სანაცვლოდ მიდიან სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. იმაზე საუბარი არც ღირს, როდესაც ყველაფერში რუსულ კვალს ხედავენ... ხლისტებო აბა მოუსმინეთ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ ისრაელის საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევა, ხშირ შემთხვევაში ისინი ამას აკეთებენ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით". ეს სიტყვები მან 2016 წლის 11 ივლისს განაცხადა, როდესაც ქნესეთმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ.

 

სურათზე ხედავთ თბილისში ფემინისტური ორგანიზაციების აქციას, სადაც პლაკატზე წერია: ახლა გეკითხებით, ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასეთი ორგანიზაციები უნდა აიკრძალოს თუ არა?!"- წერს ტომარაძე.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner