logo_geo
eng_logo
თემურ გრიგალაშვილი ვაკის რიონის გამგებლის გადადგომას მოითხოვს
- +

4 აპრილი. 2016. 12:48


დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ვაკის რიონის გამგებლის ნოდარ ტურძელაძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.


დეპუტატმა  მიმდინარე წლის 19 თებერვალს საგზაო სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებისა და ამავე წლის 7 მარტს აღნიშნულ სამუშაოებზე ზღვრული ფასების მითითებით ტენდერის გამოცხადების საკითხზე ისაუბრა,  ყურადღება ამ ორ ტენდერში მითითებულ ფასებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დაჯამებული მონაცემების თანახმად, არამიზნობრივმა ხარჯვამ 100 000 ლარს მიაღწია.

 

„აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ვაკის რაიონის გამგებლის ნოდარ ტურძელაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს, რათა მოახდინონ რეაგირება აღნიშნულთან დაკავშირებით", - განაცხადა დეპუტატმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner