logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: იური ლუჟკოვის ადგილას საერთოდ მოვერიდებოდი საქართველოში ჩამოსვლას
- +

13 მაისი. 2017. 02:28



რეჟისორმა ქეთი დოლიძემ  ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა, რომ რუსული პროპაგანდა არასდროს გაჩერებულა, რუსები იქცევიან ისე როგორც იქცევიან ყოველთვის ორასი წელი.


„სადაც ვარ, ბათუმში და ბორჯომში რუსი ტურისტებია, ჩვენ იმათ ვერც ვაგდებთ და ვერც კარებს დავუკეტავთ. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური, სოცილაური, ადამიანური და ცხოვრებისეული მოცემულობაა. ლუჟკოვი არავითარი რუსი ტურისტი არ არის. ლუჟკოვი ძალიან ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო. ის წავიდა რუსეთიდან და რუსეთში აღარ ცხოვრობს. მე არ ვიცი როგორ  და საიდან შემოვიდა, მაგრამ ფაქტია რომ მის ადგილას 9 მაისს ნამდვილად არ შემოვიდოდი. საერთოდ მოვერიდებოდი საქართველოში ჩამოსვლას", - განცხადა ქეთი დოლიძემ და დასძინა რომ, იური ლუჟკოვის თემით ათი დღე და ერთი კვირა არ უნდა იყოს საუბარი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner