საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.
საპარლამენტო უმრავლესობა აქამდე სულ 7 ფრაქციის და ჯამში 88 წევრისგან შედგებოდა, მათ შორისაა როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ფრაქციები, ასევე „ნაციონალური მოძრაობიდან" გასული მაჟორიტარების ორი ფრაქცია.
„ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობიდან „რესპუბლიკელებიც" გავლენ, რომელთსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავთ, დაიშლება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელ საპარლამენტო სტრუქტურაში.