ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა.
ერთ-ერთ მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მიმაგრებული.
ავღანეთის შს სამინისტროს წარმომადგენელის ნაჯიბ დანიშის განცხადებით, აფეთქების შედეგად ორი ქალი და ერთი ბავშვი დაიღუპა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.