logo_geo
eng_logo
ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს
- +

13 მაისი. 2017. 14:30


დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისში, ის ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერეს, სადაც ბინას 400-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.


სამინისტრომ შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი ააშენა, აღმაშენებლისა და ერისთავის ქუჩებზე არსებული ახალაშენებული კორპუსები კი, ქართველი მენაშენეებისგან გამოისყიდა.


დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები ქუთაისში, 2017  წლის ზაფხულის ბოლომდე გადაეცემათ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner