მესტიის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები ხიდები, და ნაპირდამცავი გაბიონები დააზიანა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „აიპრესი" მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კაპიტონ ჟორჟოლიანს დაუკავშირდა.
„სტიქიის შედეგად მთლინად მესტიის რაიონში 6 ხიდია წაღებული. წყალი 3 ოჯახშია შევარდნილი, მაგრამ არც საქონლის მსხვერპლია და არც ადამიანის.
6 კილომეტრზე გზა მოწყვეტილია და ელექტროგადამცემი ბოძები მწყობრიდან არის გამოსული. ჯერ არ არის გზის რეაბილიტაცია დაწყებული, ამას სჭირდება დათვლა.
ზარალის დათვლის შემდეგ ინფორმაციას წარვადგენთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ინფორმაცია ზარალის ოდენობაზე ხვალ გვექნება",- განაცხადა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟორლიანმა.