სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ლაშა თორდიამ „ტელეიმედს" დაუდასტურა. ის საავადმყოფოში იმყოფება და გამოკვლევები უტარდება. თორდიას ტვინის შერყევა აქვს.
როგორც ლაშა თორდიამ განაცხადა, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაესხა თავს.
„ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთად მირტყამდა",- განაცხადა თორდიამ.
შემთხვევა გუშინ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში" მოხდა.
აუდიტის სამსახურის უფროსი თავდასხმას მის საქმიანობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს შეეხება, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის მთავარ პროკურორდან 2012 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა. ის მთავარ პროკურატურას ყველაზე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მართავდა.