„მაისის ბოლოს, როგორც კი გზა გაიხსნება, გომის მთაზე 7-კილომეტრიანი თანამედროვე, ევროსტანდარტების დონის წყალსადენის მშენებლობა გაგრძელდება, დასრულებით კი მიმდინარე წელს დასრულდება",- ამის შესახებ „აიპრესთან" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა.
„როგორც კი გზა გაიხსნება, მაისის ბოლოს, 7-კილომეტრიანი თანამედროვე, ევროსტანდარტების დონის წყალსადენის მშენებლობა გაგრძელდება.
გამომდინარე იქიდან, რომ წლის განმავლობაში, ძირითად ნაწილში თოვლია, მშენებლობა არის 2-ეტაპიანი. ტენდერი იყო გარდამავალი, ნაწილი სამუშაო შესრულებულია და წელს დამთავრდება მთლიანად",- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
რაც შეეხება გომის მთაზე ელექტროენერგიის გაყვანას, გამგებლის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაოები ჯერ არ დაგეგმილა.
„გომის მთაზე ელექტროენერგიის გაყვანის სამუშაოები, სამწუხაროდ, ჯერ არ დაგეგმილა, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.