logo_geo
eng_logo
მარმარისში მიმავალი ავტობუსის ამოტრიალების შედეგად 20 მგზავრი დაიღუპა
- +

13 მაისი. 2017. 16:26



მიკროავტობუსი, რომელსაც თურქი ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, შედეგად  20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 მძიმედ დაშავდა.


ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება დასრულებული არ არის, თუმცა თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან.


გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრების უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, რომლებიც ქალაქ იზმირიდან მარმარისის კურორტზე მიემგზავრებოდნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner