მიკროავტობუსი, რომელსაც თურქი ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა, შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 მძიმედ დაშავდა.
ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება დასრულებული არ არის, თუმცა თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრების უმრავლესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, რომლებიც ქალაქ იზმირიდან მარმარისის კურორტზე მიემგზავრებოდნენ.