შს სამინისტრომ გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაიკითხა თუ არა ვინმე.
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინფორმაციით, მას გუშინ კლუბ-ლაუნჯ „ელ ცენტროში" ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.