„ყრილობის გადაწყვეტილებით და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, არჩევნებისათვის მზადების პროცესის საერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამევალა მე. აქედან გამომდინარე, მომავალი პარტიული საპარლამენტო სიის სათავეში ყოფნა დამევალა მე. მიუხედავად ჩემი განსხვავებული დამოკიდებულებისა ამ საკითხისადმი და განსხვავებული უარყოფითი მოსაზრებისა, გამომდინარე ვითარებიდან, მე ამ ორივე ვალდებულებას შევასრულებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში", - განაცხადა შარტავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.