შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2016 წლის მარტის თვე 450 875 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 16,7 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 170 281 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%);
ბ) ტრანზიტი - 82 609 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,3%);
გ) სხვა - 197 985 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,5%).
რაც შეეხება იანვარ-მარტის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 134 436 ვიზიტი განხორციელდა, რაც 14,7 %-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2016 წლის მარტშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+6,7%), სომხეთიდან (+4,2%), რუსეთიდან (+15,7%), უკრაინიდან (+26,9%) და ირანიდან (+1065,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 48%, 27%, 23% და 13%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (80%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (37%) და მოლდოვა (39%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (81%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 348%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.